ისწავლე Activo
გზამკვლევი ტური თავად პროდუქტში, პლუს მოკლე გაკვეთილები პლატფორმის ყველა ნაწილზე. მანქანებს აქირავებ? თითოეულს აქვს „გაქირავების სერვისი“: გადახდის გრაფიკი, WhatsApp შეხსენებები მძღოლს და GPS წითელი ხაზები (როცა ინსტალატორი ტრეკერს დააკავშირებს).
გაიარე ორწუთიანი ტური — ნაბიჯ-ნაბიჯ გაგატარებს მთელ პლატფორმაზე.
ტური შენს ანგარიშში მუშაობს — ჯერ შედი (ან გახსენი დემო).
გაკვეთილების ვიდეოები ახალ დიზაინზე ხელახლა იწერება; ქვემოთ მოცემული ნაბიჯები განახლებულია.
აქტივის დამატება და სტატუსები
ერთი ღილაკი ყველა ტიპისთვის — ბინა, მანქანა, შემოსავალი თუ კრიპტო. კატეგორიას ირჩევ და საჭირო ველები თავად ჩნდება.
- გახსენი „აქტივები" და დააჭირე „აქტივის დამატება".
- აირჩიე კატეგორია — მაგალითად „უძრავი ქონება".
- შეავსე სახელი, უბანი, ფართობი და შეფასებული ღირებულება.
- შეინახე — აქტივი სიაში ბარათად გამოჩნდება.
- სტატუსს („გაქირავებული", „თავისუფალი"...) ბარათიდანვე შეცვლი; განცხადების ბმულს ჩასვამ და პლატფორმას თავად იცნობს.
კალენდარი და iCal სინქრონი
ყველა ერთეული ერთ ბადეზე: სტრიქონი ერთეულია, სვეტი — დღე, ფერი — ჯავშნის წყარო. Airbnb და Booking.com თავად სინქრონდება.
- გახსენი „გაქირავება" › „კალენდარი" — მთელი თვე ერთ ეკრანზეა.
- ფერები წყაროს აჩვენებს: Airbnb, Booking.com, პირდაპირი, იჯარა; გადაფარვა წითლად ანათებს.
- ერთეულის დასაკავშირებლად გახსენი ის „ერთეულებიდან" და ჩასვი iCal ბმულები Airbnb/Booking-იდან.
- ცალკეულ აქტივზე კალენდარში დღეებზე თითის გადასმით მონიშნავ პერიოდს და პირდაპირ ხელშეკრულებად შეინახავ.
- „თავისუფალი ფანჯრები" ქვემოთ ჩანს — შეტყობინებაც ავტომატურად მოვა.
ციფრული აქტივები
კრიპტო, აქციები და ძვირფასი ლითონები ცოცხალი ფასებით. საშუალო შესყიდვის ფასი შენი გარიგებებიდან ავტომატურად ითვლება.
- „აქტივებში" ჩადი „ციფრული აქტივების" სექციამდე.
- დაამატე ჰოლდინგი ღილაკით „აქტივის დამატება" — აირჩიე კრიპტო, აქცია ან ლითონი და მიუთითე რაოდენობა და ფასი (დოლარში ან ლარში).
- სიაში ხედავ მიმდინარე ფასს, ღირებულებას და მოგება/ზარალს ლარსა და პროცენტში.
- ყიდვა/გაყიდვას აქტივის გვერდზე Buy/Sell ფორმებით აფიქსირებ.
- საშუალო ფასი და P/L ყოველ გარიგებაზე თავად გადაითვლება.
კალკულატორები და პაკეტები
სამი უფასო კალკულატორი — გასაქირავებელი ბინა, მანქანა/ტაქსი და ფლიპი — და სიღრმისეული PRO ანალიზი ფასიან პაკეტში.
- გახსენი „საინვესტიციო კალკულატორი" — ანგარიში არ სჭირდება.
- „უძრავი ქონება": ფასი, რემონტი, მოსალოდნელი ქირა — მიიღებ სარგებელს, ამოგების ვადას და დეპოზიტთან შედარებას.
- „ავტომობილი": გაქირავება ან ტაქსის რეჟიმი — ცვეთის ჩათვლით, გვერდიგვერდ შედარებით.
- „ფლიპი": ყიდვა-რემონტი-გაყიდვა წლიურ განაკვეთში და წაუგებელი ფასი.
- პაკეტს „პაკეტის განახლებიდან" შეიძენ — პირველი თვე ისედაც უფასოა, სრული წვდომით.
მანქანების გაქირავება: გადახდები და შეტყობინებები
თითო მანქანას თავისი გაქირავების სერვისი აქვს: ვინ მართავს, რა პერიოდით იხდის, რამდენი დღით აგვიანებს და რა შეტყობინება წავა მძღოლთან.
- „ავტოპარკში" დააჭირე „მანქანის დამატება" — ერთ ფორმაში ჩაწერე ნომერი, მძღოლი, ტელეფონი, პერიოდი (დღე, კვირა, თვე) და თანხა.
- შენახვის შემდეგ მანქანის „გადახდები" იხსნება: აქ ჩანს, რამდენია გადასახდელი და რამდენი დღით აგვიანებს.
- ფული რომ მოვა, „გადახდის აღრიცხვით" ჩაწერე — დაგვიანება თავისით დაიხურება; მთავარ გვერდზე ბარათის მარჯვნივ გასმაც იგივეს აკეთებს და დაბრუნებაც შეიძლება.
- „შეტყობინებებში" ხედავ, რა წავა მძღოლთან (თქვენობით, შენი სახელით და ნომრით); ღილაკი „WhatsApp-ით გაგზავნა" გახსნის WhatsApp-ს და შეტყობინებას გაგზავნილად მონიშნავს.
- შეღავათიანი ვადა თუ ამოიწურა, მთავარ გვერდზე „დაბრუნების მოთხოვნის უფლება ძალაშია" გამოჩნდება — ეს ხელშეკრულებით შენი უფლებაა, Activo თავად არავის ურეკავს.
GPS ტრეკერი და წითელი ხაზები
ტრეკერი თავისით ვერ დაიწყებს გაგზავნას: ინსტალატორი ან თვალთვალის სერვისი მას Activo-ს მისამართზე აწყობს. მერე წითელი ხაზის გადაკვეთისას შენ და მძღოლს შეტყობინება მოგდით.
- მანქანის გვერდზე გახსენი „GPS" › „პარამეტრები" და „მოწყობილობის მიბმაში" ჩაწერე ტრეკერის ნომერი (IMEI ან ID).
- დააკოპირე „მისამართი" და გაუგზავნე ინსტალატორს ან თვალთვალის სერვისს — ის ტრეკერს ამ მისამართზე გააგზავნინებს მდებარეობას (Traccar/OsmAnd ფორმატიც მიიღება).
- სანამ პირველი სიგნალი არ მოვა, გვერდი წერს „სიგნალი ჯერ არ მოსულა"; მოსვლისთანავე ბოლო მდებარეობა და დრო გამოჩნდება.
- „ახალი წითელი ხაზით" დახაზე საზღვარი — სწრაფი არჩევანით (მაგ. „თბილისი 30 კმ") ან წრით/წერტილებით — და მიუთითე, რამდენი კმ-ით ადრე გაგაფრთხილოს.
- ხელშეკრულებაში მძღოლს წინასწარ აცნობე, რომ მანქანას GPS აქვს და ხაზის გადაკვეთისას გაქვს უფლება, ნომერი 112-ს გადასცე; ტრეკერი თუ 30 წუთზე მეტხანს დადუმდება, ესეც გეცნობება.